კალათბურთი

23:15 | 30.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“შსს აკადემია” ასაკობრივ ჩემპიონატში მხოლოდ ერთი გუნდით იასპარეზებს

 სუპერლიგის მონაწილე საკალათბურთო კლუბი “შსს აკადემია” საქართველოს ასაკობრივი (16, 18, 20) ჩემპიონატის მხოლოდ ერთ, 18-წლამდელთა ტურნირში იასპარეზებს. 

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიას” ძირითადი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა განუცხადა.

“რადგან “შსს აკადემიას” დაფინანსების საკითხი საკმაოდ გაიწელა, 16 და 20-წლამდელთა გუნდში მოასპარეზე კალათბურთელების შენარჩუნება ვერ შევძელით, რომლებიც სხვადასხვა გუნდებში გადანაწილდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, “შსს აკადემიას” 2014-15 წლების სეზონში საქართველოს 16 და 20-წლამდელების ჩემპიონატში გუნდი არ ეყოლება” – გვითხრა ჟღენტმა.

შეგახსენებთ, რომ “შსს აკადემიას” 18-წლამდელთა გუნდს, ისევე როგორც გასულ წელს, ამჯერადაც ვეტერანი კალათბურთელი გიორგი ნიკოლაძე უხელმძღვანელებს, რომელიც პარალელურად ძირითად გუნდში არჩილ ჟღენტის თანაშემწედ მუშაობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115186