24 წლის რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ მსოფლიო გააოცა. არა, დიდი სლემი არ მოუგია და არც რეიტინგსიის სათავეში მოქცეულა - მარია კვლავაც მსოფლიოს მეორე ჩოგანია. უბრალოდ, მან თმა შეიჭრა...
ახალი ვარცხნილობის დემონსტრირება შარაპოვამ სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით მოახდინა. “რას იტყვით ჩემს ახალ იმიჯზე? მე ძალიან მომწონს!” – დაწერა მაშამ.
რამდენიმე წუთში ფოტომ ათიათასობით “ნახვა” მოაგროვა და ზოგიერთ ელექტრონულ გამოცემაში დღის მთავარ სიახლედაც იქცა. აღსანიშნავია, რომ მარია საკუთარ გარეგნობაზე ექსპერიმენტებს არასოდეს ატარებდა და უპირატესობას ყოველთვის გრძელ თმას ანიჭებდა.
ვნახოთ, რამდენად დაეხმარება რუს ჩოგბურთელს ასეთი რადიკალური ცვლილება რეიტინგში პირველი ადგილის დაბრუნებაში...







