თამაშგარე

14:55 | 21.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

შაკირასა და პიკეს გმირული საქციელი

25 წლის ესპანელი ფეხბურთელი ჟერარდ პიკე  და მისი გელფრენდი, 35 წლის კოლუმბიელი მომღერალი შაკირა, არდადეგებს მაიამიში ატარებენ. გუშინ შეყვარებულები მაიამის აკვარიუმს ესტუმრნენ და მკვლელ ვეშაპთან სურათები გადაიღეს. შაკირას თეთრი სადა მაისური და შავი ფერის მოკლე შორტები ეცვა, პიკეც მეგობარი გოგონას მსგავსად, უბრალო თეთრ მაისურსა და წითელ შორტებში იყო გამოწყობილი. როგორც ჩანს, მკვლელ ვეშაპს შეყვარებულები მოეწონა და მათ რამდენიმე კოცნაც აჩუქა. საერთოდ, ეს გიგანტური არსებები არც ისე კეთილგანწყობილნი არიან. ორლანდოს აკვარიუმში მობინადრე მკვლელ ვეშაპ-ტილიკუმს რამდენიმე ადამიანი ჰყავს მოკლული. ასე რომ, შაკირასა და პიკეს ურჩევნიათ, ფრთხილად იყვნენ და ერთმანეთის კოცნით დაკმაყოფილდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170491