თამაშგარე

13:02 | 31.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

“შაკირას ხმა არ გავიგონოთ”

მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” თამაშების წინ, შესვენებაზე თუ ნამატჩევს ხშირად აჟღერებდნენ შაკირას სიმღერებს, მაგრამ “სამეფო კლუბი” ხელმძღვანელობამ “რეალის” “ინჩადას” მოთხოვნით აკრძალა. მიზეზი არ დაუსახელებიათ, მაგრამ ისედაც ნათელია – შაკირასა და “ბარსელონას” ვარსკვლავ ჟერარდ პიკეს ცნობილი რომანი.  
ისე, რა პარადოქსულია, საუბარია ჟერარდ პიკე ბერნაბეუზე, მადრიდის “რეალის” ლეგენდარული პრეზიდენტის მოგვარეზე, რომლის სახელსაც ატარებს დედაქალაქის სტადიონი.
მოკლედ, შაკირა “რეალისთვის” პერსონა ნონ-გრატა გახდა, არადა, კოლუმბიელ მომღერალს ძალიან თბილი დამოკიდებულება ჰქონდა ამ კლუბთან, ხშირად სტუმრობდა “სამეფო კლუბის” მატჩებს და ფლორენტინო პერესმა გუნდის 5-ნომრიანი მაისურაც აჩუქა.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169672