თამაშგარე

11:21 | 29.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაკილ ონილს პოლიციელობა სურს

ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, შაკილ ონილმა ვერა და ვერ იპოვა თავისი ადგილი საზოგადოებაში, სპორტსმენის კარიერის დასრულების შემდეგ. შაკილს ფული და გავლენა რასაკვირველია არ აკლია, მაგრამ 42 წელს მოყრილ ვეტერანს მუდმივი საქმის გამოძებნა სურს.

ცოტა ხნის წინ, ამერიკის არაერთგზის ჩემპიონმა საბუთები არც მეტი, არც ნაკლები, ფლორიდის პოლიციაში შეიტანა. კალათბურთის ლეგენდას პოლიციელობა სურს და მზად არის ყველა ის ფიზიკური თუ გონებრივი ნორმატივი ჩააბაროს, რაც პოლიციელისათვის აუცილებლად ჩასაბარებელია.

“პოლიციელობაზე ჯერ კიდევ ბავშვობაში ვოცნებობდი და მედი მაქვს, რომ ჩემი ოცნება ახლა ასრულდება. თუკი შევძელი ნორმატივების ჩაბარება, დარწმუნებული ვარ არ ვიქნები ცუდი პოლიციელი. კალათბურთმა სახელი და დიდება მომიტანა. ახლა ის დროა, როცა თავად უნდა ვემსახურო საზოგადოებას” – ამბობს ლეგენდარული კალათბურთელი.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125932