ჩოგბურთი

16:09 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ ტრავმის გამო ვერ დაასრულა

თურქეთის ქალაქ სტამბულში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) წარუმატებელი გამოდგა სოფო შაფათავასთვის.

ქართველი ჩოგბურთელი საწყის რაუნდში იტალიელ მარია-ელენა კამერინთან 4:6, 0:4-ს აგებდა, როდესაც ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

შესაბამისად, სოფო ვერც წყვილთა მატჩზე გავიდა, რომელშიც მას და პოლონელ პაულ კანიას (მე-3 განთესვა) ჩეხურ დუეტთან (კრეიშოვა-სმიტკოვა) უნდა ეთამაშათ.

შარმ ელ შეიხის 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრას ცდილობდა ანა ქადაგიძე, თუმცა, კვალიფიკაციაში ჩერნოგორიელ მილიცა სლუკიჩთან (მე-3) 3:6, 1:6 წააგო.

0.112229