ჩოგბურთი

11:37 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერბულ-შოტლანდიური მეოთხედფინალი

სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და შოტლანდიელ ენდი მარეის ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობა შესაბამისად 2011 და 2012 წლებში მოუგიათ, ამჯერად კი ნიუ იორკში ერთმანეთს მეოთხედფინალში შეხვდებიან.

მარეიმ მერვედფინალში აფროფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას 7:5, 7:5, 6:4 და ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად მოახერხა ტოპათეულის მოთამაშის დამარცხება. ამ მოგებით ენდიმ ცონგასთან უერთიერთშეხვედრების ანგარიში 10:2 გახადა.

ჯოკოვიჩს რაც შეეხება, ბალკანელმა გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს 6:1, 7:5, 6:4 მოუგო და ნამატჩევს განაცხადა: “ცოტა ხნის წინ მე და ფილიპი ერთობლივ წვრთნას ვატარებდით. იგი ნამდვილი პროფესიონალია, რომელთაც თანამშრომლობა სასიამოვნო და სასარგებლოა. კოლშრაიბერს კარგი მოწოდება აქვს, მე კი ვცდილობდი მაქსიმალურად მობილიზებული ვყოფილიყავი და 3 სეტში “ჩავტეულიყავი”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131259