თამაშგარე

14:05 | 15.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

სექს-ფეხბურთი პოპულარული ხდება

მიუხედავად იმისა, რომ ფიფამ საკუთარ რიგებში არ მიიღო, სექს-ფეხბურთის ლიგა მაინც კვლავინდებურად განაგრძობს არსებობას. როდესაც წარმოდგენილ ფოტოებს დაათვალიერებთ, ალბათ, თავადაც მიხვდებით, თუ რას ნიშნავს ეს ”სექს-ფეხბურთი” და რატომ გაჩნდა სპორტის ამ უპოპულარულესი სახეობის ასეთი ორიგინალური განშტოება. სექს-ფეხბურთი წესებით პლაჟის ფეხბურთის იდენტურია, მაგრამ აქ ფეხბურთზე მეტად, გუშემატკივრებს მოთამაშე გოგონათა ერთობ გულისამაჩქროლებელი ჩაცმულობა და გარეგნობა იზიდავთ.
ეს უცნაური სახეობა მსოფლიოში, განსაკუთრებით კი, ლათინურ ამერიკასა და ევროპაში თანდათან პოპულარული ხდება და ბევრს არ ენანება ფული ამ თვალასასეირო სანახაობაზე დასასწრებად. როგორც ზემოთ ვთქვით, ცოტა ხნის წინ,  სექს-ფეხბურთის ორგანიზატორებმა ფიფასაც კი მიმართეს მის რიგებში გაწევრიანების თხოვნით, მაგრამ იოზეფ ბლატერმა მათ მტკიცე უარი სტკიცა და განმარტა, რომ ფეხბურთი პროსტიტუცია არ არის. საჭიროა თუ არა სპორტის ამ სახეობის არსებობა, თავად განსაჯეთ, ოღონდ, ვიდრე დასკვნას გამოიტანდეთ, კიდევ ერთხელ გადაათვალიერეთ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ფოტოები...
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168567