სხვა

14:21 | 22.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სახელბურთო ჩემპიონთა ლიგა სტარტისთვის მზადაა

ქალთა სახელბურთო ლიგაზე საკვალიფიკაციო ტურნირების შემდეგ, ჯგუფური ეტაპის ორი საგზური მოიპოვეს გერმანიის “ლაიპციგმა” და ხორვატიის “პოდრავკამ”.

ლაიფციგურ ნახევარფინალში მასპინძლებმა 22:18 დაამარცხეს “ბნტუ მინსკი”, ხოლო უნგრეთის “რაილ-კარგო ფერენცვაროშმა” ჰოლანდიის “დალფსენს” 33:28 მოუგო. ფინალის ძირითადი დრო 28:28 დასრულდა, დამატებითი – 38:38, ხოლო შვიდმეტრიანების სერიაში “ლაიპციგმა” იმარჯვა.

მეორე ჯგუფი სერბიის კრაგუევაცში თამაშობდა. მასპინძელთა გუნდმა “რადნიჩკიმ” ნახევარფინალში მოუგო შარშანდელი ოთხთა ფინალის მონაწილე დანიის “მიდტიულანდს” – 29:24. ძირითადი დროის შემდეგ ანგარიში 24:24 იყო, თუმცა, დამატებითში სერბებმა 5 უპასუხო გოლი გაიტანეს. ხორვატიის “პოდრავკამ” ნორვეგიის “ბიასენ ტრონჰეიმსაც” მოუგო – 31:23 და ფინალში მასპინძელ სერბებსაც აჯობა – 28:24.

შედეგად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:

A ჯგუფი: კრიმი (სლნ), დინამო ვოლგოგრადი (რუს), ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს), ლაიფციგი (გერ).

B: ბუდუჩნოსტი (მნტ), ტიურინგერი (გერ), ვარდარ სკოპიე (მკდ), პოდრავკა (ხორ).

C: დიორი ეტო (უნგ), ვიბორგი (დან), ლოკომოტივა ზაგრები (ხორ), სევეჰოფი (შვდ).

D: ლარვიკი (ნორ), ბაია მარე (რუმ), მეცი (საფ), ლუბლინი (პოლ).

ჯგუფური ეტაპის თამაშები 17 ოქტომბერს დაიწყება და ნოემბრის ბოლოს დასრულდება. მეორე ეტაპზე 3-3 გუნდი გავა. შეჯიბრება 2015 წელს გაგრძელდება. ორი ექვსგუნდიანი ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო მეოთხედფინალში გადის, ხოლო შეჯიბრებას ოთხთა ფინალი დაასრულებს.

ამ კვირაში კი უკვე კაცების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირი იწყება.

A ჯგუფი: კილი (გერ), მეტალურგ სკოპიე (მკდ), ზაგრები (ხორ), ლა რიოხა (ესპ), პსჟ (საფ), მეშკოვ-ბრესტი (ბლრ).

B: ბარსელონა (ესპ), კოლდინგი (დან), ალინგსასი (შვდ), ვისლა პლოცკი (პოლ), ფლენზბურგი (გერ), მოტორ ზაპოროჟიე (უკრ).

C: ვესპრემი (უნგ), ცელიე ლაშკო (სლნ), ჩეხოვსკიე მედვედი (რუს), რაინ-ნეკარ ლიოვენი (გერ), ვარდარ სკოპიე (მკდ), მონპელიე (საფ).

D: ტარგი კელცე (პოლ), დიუნკერკი (საფ), შაფჰაუზენი (შვც), პიკ სეგედი (უნგ), ოლბორგი (დან), ბეშიქთაში (თურ).

ჯგუფური ტურნირის 8 ტური შობამდე გაიმართება, დანარჩენი ორი კი – 2015 წელს. ჯგუფების 4-4 გამარჯვებული პლეიოფში გავა, საბოლოოდ კი ჩემპიონი მაისის ბოლოს, კიოლნში, ოთხთა ფინალის შემდეგ გამოვლინდება.

ჯგუფური ტურნირი ხუთშაბათს იწყება, შვეიცარიის “შაფჰაუზენისა” და პოლონეთის “ტარგი კელცეს” თამაშით. კვირას პირველი ტური დასრულდება.

www.geohandball.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121286