თამაშგარე

10:42 | 5.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

სავიოლას ყირმიზა ცოლის ამბავი

რა ხანია ხავიერ სავიოლაზე უკვე აღარ საუბრობენ, როგორც ნიჭიერ და მრავლისშემძლე გოლეადორზე. ყველამ ირწმუნა, რომ ეს არგენტინელი ბიჭი ერთი ჩვეულებრივი ბურთის მგორებელია, რომლისთანანიც “ვერცხლისქვეყნლის“ მინდვრებზე ათასობით დარბიან.

თუმცა, ხავიერ სავიოლა კვლავ ბულავრული მედიის საყვარელ პერსონად რჩება და ამის მიზეზი მისი თეთრყირმიზა მეუღლე, არგენტინელი მოდელი, რომანელა ამატო გახლავთ, რომელიც სხვა მისი კოლეგების მსგავსად თამამი ფოტოსურათების გადაღების სიყვარულითა და სხეულის უზადო ფორმებით გამოირჩევა.

შესანიშნავი ქერა ასული – რომანელა ამატო, ხავიერ სავიოლას ოფიციალურ ცოლად სულ რაღაც ორი წელია ითვლება, თუმცა მანამდე ეს წყვილი ერთად მთელი 7 წლის მანძილზე ცხოვრობდა და ყველაფერი ლოგიკური და ბუნებრივი ქორწინებით დასრულდა. მოდი და ნუ მოიყვან ასეთ ქალს ცოლად...

0.090568