კალათბურთი

22:11 | 23.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის განცხადება

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში გაიმართება ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა, რომელიც ძირითადად 2 საკითხს განიხილავს და გადაწყვეტს.

1. ფედერაციის ხელმძღვანელობა ყრილობის დელეგატებს წარუდგენს კალათბურთის განვითარების გრძელვადიან პროგრამას, რომელიც უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად.

2. ყრილობა მიიღებს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წესდების ახალ რედაქციას, რის საფუძველზეც წარიმართება მომავალში ფედერაციის მომავალი საქმიანობა.

ახალი წესდება უახლოეს დღეებში განთავსდება კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ საკუთარი შენიშვნებისა და წინადადების მოწოდება, რომელსაც ფედერაციის გამგეობა საჭიროებისამებრ გაითვალისწინებს.

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ყრილობა გაიმართება მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე. გამართვის ზუსტ თარიღს ფედერაციის გამგეობა დაადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110107