საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასის ევრ-აფრიკული III ზონის C ჯგუფში ასპარეზობა სომხებზე დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. ვიქტორ ბაქშის შეგირდებმა მეზობელთა გუნდს შანსი არ დაუტოვეს და 3:0 სძლიეს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დონის შეჯიბრს
თუკი ისევ გასულ შეხვედრას დავუბრუნდებით, აღვნიშნავთ, რომ ქართველ ჩოგბურთელებს არცერთი სეტი არ წაუგიათ. გიორგი ცივაძემ ხაჩატურ ხაჩატრიანს 6:1, 7:5 სძლია, ალექსანდრე მეტრეველმა აშოტ გევორქიანს 7:6 (7:0), 6:2 მოუგო, ბოლოს კი ცივაძემ და მეტრეველმა წყვილებში ხაჩატურ და სედრაკ ხაჩატრიანები 6:2, 6:0 დაამარცხეს.
საინტერესოა, რომ როგორც სომხეთის ასევე ჩვენი მომავალი მეტოქეს სან-მარინოს გუნდებს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში არცერთი მოთამაშე არ ჰყავთ. საქართველოს ნაკრებში ურეიტინგო მხოლოდ შოთა მეფარიძეა, მეტრეველი 965-ეა, ხოლო ცივაძე – 1553-ე.
დასასრულ, სხვა ჯგუფების მატჩებზეც ვთქვათ. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო შეხვედრა A პულში შედგა, სადაც საბერძნეთმა ჩერნოგორიას 3:0 მოუგო და ვინაიდან ლიხტენშტეინს კიდევ უფრო სუსტი ნაკრები ჰყავს, დიდი ალბათობით, პირველი ადგილიც გაინაღდა. ამდენად, თუკი C ჯგუფში საქართველომ იმარჯვა, პლეი-ოფში სავარაუდო მეტოქედ სწორედ საბერძნეთი ეყოლება.
B ჯგუფში ნორვეგიამ







