ძიუდო

14:02 | 21.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო – საფრანგეთი 5:0

 

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბუქარესტში მიმდინარე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საფრანგეთი 5:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. გია გუგავას გაწვრთნილი გუნდი ევროპირველობაზე პირველ ნომრადაა განთესილი და საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო. ფრანგებმა კი პირველ წრეში სერბებს აჯობეს, დაძაბულ ბრძოლაში – 3:2.

აქვე საფრანგეთის მომგები ქართული ხუთეულიც: გელა კელიხაშვილი (66 კგ), კობა მჭედლიშვილი (73 კგ), უშანგი მარგიანი (81 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), გურამ თუშიშვილი (+90 კგ).

ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე რუსეთი იქნება. ფინალის მეორე საგზურისთვის კი ერთმანეთს ავსტრიელები და უკრაინელები დაუპირისპირდებიან.

 

ვასილ მშვილდაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113489