ფეხბურთი

21:59 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-საფრანგეთი 0:0

საქართველო-საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.  ფრანგებს პირველ ტაიმში უფრო ჰქონდათ სათამაშო უპირატესობა, თუმცა ქართველებმა მეორე ნახევარი უკეთ ჩაატარეს და შეხვედრის ყველაზე სახიფათო მომენტიც სწორედ "მამლების" კართან შეიქმნა: 82-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ნიკა კაჭარავამ კედელი გაითამაშა ბაჩანა არაბულთან, მარტო დარჩენილმა ოდნავ მახვილი კუთხიდან დაარტყა, მეკარემ რეაგირება მოახერხა და ბურთი კარის ხაზზე გაგორდა... ეს გოლი რომ გასულიყო, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ექნებოდა.    

როგორც იცით, ეს B ჯგუფის პირველი ტურის მატჩი იყო. ამ ჯგუფში ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა და სერბეთმა 2:1 აჯობა თურქეთს.

უფრო ვრცლად, ქართველთა მატჩზე ოდნავ მოგვიანებით...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11268