სხვა

12:46 | 28.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო 2014: სპორტული ფესტივალი „ილიას ტბაზე“ გაიმართა

26 ივლისს, სპორტული ფესტივალი „საქართველო 2014“ კახეთს ესტუმრა. საფესტივალო ღონისძიებები საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას, ყვარელში, „ილიას ტბის“ სპორტულ კომპლექსში გაიმართა. მიუხედავად სიცხისა, მონაწილეები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ, რომელთა შორის, ადგილობრივების გარდა, თელაველი და ლაგოდეხელი მოყვარული სპორტსმენებიც იყვნენ.

ტრადიციულად, დღე მაგიდის ჩოგბურთით და სამოყვარულო ხელბურთით დაიწყო. პირველი ჩემპიონი, სწორედ მაგიდის ჩოგბურთში გამოვლინდა. ადგილობრივმა ბესიკ ცინცაძემ პირველობა არავის დაანება, მან ფინალში ახალგაზრდა გიგი პაკაცოშვილი დაამარცხა ორ სეტში და ჩემპიონისთვის განკუთვნილ თასს დაეუფლა. ორივე ფინალისტი სამახსოვრო საჩუქრებითაც დაჯილდოვდნენ.

სახალისო, აზარტული და დაძაბული გამოდგა ტურნირი სამოყვარულო ხელბურთში. გოგონებისგან და ბიჭებისგან შერეული პრინციპით დაკომპლექტებული რვა გუნდიდად, ფინალში ერთმანეთს გუნდები: „მწვანეები“ და „სხარტები“ დაუპირისპირდნენ,  სადაც ბოლო წამებზე მოპოვებული უპირატესობით, გამარჯვება „მწვანეებს“ დარჩათ ანგარიშით 16:14 და რეგიონის ჩემპიონის ტიტულს და სპეციალურ თასსაც, სწორედ ისინი დაეუფლნენ.

დღის კლუმინაცია კი, მინი ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის აღმოსავლეთის ლიგის V ტურის შეხვედრები იყო, რომლებმაც გუნდების გულშემატკივრების გარდა, „ილიას ტბაზე“ მყოფი დამსვენებლების  დიდი ინტერესი გამოიწვია.

სატურნირო ცხრილში არსებული დაძაბულობა პირველივე შეხვედრას ეტყობოდა, რომელშიც ერთმანეთს თბილისური „პსპ“ და მფკ „მცხეთა“ დაუპირისპირდნენ. ფარმაცევტებმა, წარუმატებელი სტარტის შემდეგ, ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვება მოახერხეს, ამჯერად ანგარიშით 2:1. მცხეთელებისთვის კი, ეს ზედიზედ მეორე მარცხია. ყოველგვარი ინტრიგის გარეშე წარიმართა ტურის მომდევნო შეხვედრა მფკ „რუსთავსა“ და მფკ „წეროვანს“ შორის, სადაც ლიდერმა უიმედო აუტსაიდერი 9:1 გაანადგურა და პლეი ოფის საგზურიც გაინაღდა. მინი ფეხბურთისთვის უჩვეულო ანგარიშით დასრულდა ორი ლიდერის დაპირისპირება: თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდმა, მფკ „ბორჯომს“ სძლია 1-0 და რუსთაველთა მსგავსად, ისიც პლეი ოფში ითამაშებს. ტურის ბოლო დაპირისპირება კი ყველაზე დაძაბული გამოდგა: ლაგოდეხის „ჰერეთისა“ და თბილისის „კოსმოს ატლეტიკსის“ შეხვედრა სავსე ტრიბუნების ფონზე წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

ამ ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს 12-12 ქულით მფკ „რუსთავი“ და TTC  ლიდერობენ, 9-9 ქულა აქვთ მფკ „ბორჯომსა“ და „კოსმოს ატლეტიკსს“, მომდევნო სამ ადგილს კი, 6-6 ქულით, „მცხეთა“, „პსპ“ და „ჰერეთი“ იკავებენ“. წრიული სისტემის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ოთხი საპლეიოფო საგზურიდან, ორის მფლობელის ვინაობა და თავად ოთხეულში ადგილების გადანაწილებაა გასარკვევი.


26.07.2014. ქ. ყვარელი. საქართველოს ჩემპიონატი მინი ფეხბურთში. აღმოსავლეთის ლიგა. V  ტური (ილიას ტბა)

პსპ (თბილისი) - მფკ მცხეთა 2-1

გოლები: სარდანაშვილი (1), გურგენიძე (1) - ლეჟავა (1)

პსპ (თბილისი): 1.ალექსანდრე შარაშიძე, 6.გური გოგიჩაიშვილი, 7.მირიან მირგატია, 8.ლევან მეგრელიშვილი, 9.ლაშა გურგენიძე, 10.გივი კაციტაძე, 20.ლევან სარდანაშვილი, 21.ლევან კოპლატაშვილი

მფკ მცხეთა: 41.ნოდარ სიხარულიძე, 2.რატი სიხარულიძე, 3.მიხეილ კახობერაშვილი, 4.იაგო კაპანაძე, 5.თორნიკე კირკიტაძე, 7.ბექა აფაქიძე, 8.გიორგი გოგიაშვილი, 10.ლევან კახობერაშვილი, 11. გიორგი ლეჟავა, 13.კახა ხამხაძე, 51.თამაზ ძაგანიშვილი

 

მფკ რუსთავი - მფკ წეროვანი 9-1

გოლები: გოგოლაძე (2), შეროზია (1), კარაპეტიანი (1), ქოჩიაშვილი (2), აფციაური (3) - დოლიშვილი (1)

მფკ რუსთავი: 70.ვახტანგ ხარაბაძე, 2.გიორგი ლომიძე, 3.დავით გოგოლაძე, 4.დავით შეროზია, 6.ოთარ დემეტრაშვილი, 7.არმენ კარაპეტიანი, 9.გურამ ქოჩიაშვილი, 11. ვასილ აფციაური

მფკ წეროვანი: 60.გიორგი ძიძიგური, 2.გოჩა ბითიევი, 3.ლაშა ზანგურაშვილი, 4.მერაბ მერაბაშვილი, 5.სოსო შიუკაშვილი, 6.ლევან პავლიაშვილი, 7.დიტო პავლიაშვილი, 8.გიგა დოლიშვილი, 9.ბერიკა ბაშარული, 10.ზურა ჩიტიშვილი, 25.კახა ზანგურაშვილი, 1.გიორგი კაცელაშვილი

მფკ ბორჯომი - TTC (თბილისი) 0-1

გოლები: ოდიკაძე (1)

მფკ ბორჯომი: 16.გია გონგაძე, 2.დიმა მაყიშვილი, 6.დათო დარჩია, 8.კახა გოგოხია, 9.ბექა ბაირამოვი, 10.გიორგი სეფერთელაძე, 11.ლაშა მიდელაური, 25.გიორგი მშვიდობაძე, 1.ვასო საბაშვილი

TTC (თბილისი): 1.ბექა სიბაშვილი, 4.მიხეილ ზაქაიძე, 6.გიორგი კელენჯერიძე, 7.გურამ ღლონტი, 8.ნოდარ ქუქჩიშვილი, 9.გიორგი ბერიშვილი, 13.დიტო დემურაშვილი, 18.კოტე ოდიკაძე, 30.გიგა გიგაური, 90.ლევან კასრაძე

 

კოსმოს ატლეტიკსი (თბილისი) - ჰერეთი (ლაგოდეხი) 1-3

გოლები: ნინოშვილი (2), ძაგანია (1) - ყორღანაშვილი (1)

კოსმოს ატლეტიკსი: 12.ლაშა წამალაშვილი, 2.ოთარ მგელაძე, 4.გია წიკლაური, 7.ლაშა მდივანი, 8.დავით მანაგაძე, 9.ჯაბა ჯინჭველაშვილი, 10.გია ნონოშვილი, 11.ზურა ძაგანია, 21.ალექსანდრე ჯავახიშვილი

ჰერეთი (ლაგოდეხი): 1.კობა კურტანიძე, 2.ვახტანგ თანდაშვილი, 3.ლაშა ღუღუნიშვილი, 4.ჯიმშერ პატარიძე, 5.კახა კურტანიძე, 6.გოჩა ომანიშვილი, 7.გიორგი ყორღანაშვილი, 8.ოთარ გედევანიშვილი, 9.ირაკლი ტაბატაძე, 10.დიმიტრი კუპატაძე, 26.კარლო წვერავა, 56.ზაზა ზურიკაშვილი

 

მომდევნო საფესტივალო ღონისძიებები, 2 აგვისტოს, სამეგრელოში გაიმართება.

 

ფესტივალის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133305