გასულ უქმეებზე, საქორწილო კაბებში გამოწყობილი ასამდე სრულწლოვანი ქალბატონი ბელგრადის ცენტრში, საოცნებო ქორწილის მოსაგებად შეიკრიბა. “პატარძლების რბოლა” ყოველწლიური შეჯიბრებაა, რომელშიც მონაწილეებს ქუსლიანი ფეხსაცმლის უფრო კომფორტული ფეხსაცმლით ჩანაცვლება შეუძლიათ.
ფინიშის ხაზი პირველმა სანია ჩიგოიამ გადაკვეთა, რომელმაც არასპორტსმენი ადამიანის კვალობაზე შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა - 150-მეტრიანი დისტანცია 19 წამში დაფარა.
გამარჯვებულმა განაცხადა, რომ მონაწილეობის მიღება შარშანაც სურდა, მაგრამ არასრულწლოვანი იყო. ერთ-ერთმა მონაწილემ კი, აღნიშნა: “საქმრო ფინიშთან მელოდა, თუმცა მოგება ვერ მოვახერხე და წლეულს ქორწილი არ გვექნება”.
პირველი სამი ადგილის მფლობელ საპატარძლოს, სხვა პრიზებთან ერთად, ის საქორწილო კაბებიც უსახსოვრეს, რომლებიც შეჯიბრების დაწყებამდე ორგანიზატორებმა დაურიგეს.







