კალათბურთი

1:03 | 12.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძე სასტარტოშია, “მონტეპასკიმ” ფინალი მოგებით გახსნა

ვიქტორ სანიკიძის “მონტეპასკიმ” იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერია ყოჩაღად დაიწყო. სიენელებმა “ასეა რომას” გასვლითი შეხვედრა 85:76 მოუგეს და დედაქალაქელებს მოედნის უპირატესობა პირველივე თამაშში აართვეს.

სასიხარულოა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ქართველი ფორვარდი სიენელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 18 წუთი გაატარა. აღნიშნულ დროში, “ვიკამ” 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და საჯარიმო ააცილა და 2 ქულას 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა წაამატა. სანიკიძეს შეცდომა არ დაუშვია, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე დენიელ ჰეკეტი გახდა ორმაგი დუბლით (18 ქულა, 10 პასი), დევიდ მოსმა 20 ქულა მიითვალა, ბობი ბრაუნმა კი 17 ქულა ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ “მონტეპასკის” კალათბურთელებმა 26-დან 13 სამქულიანი გამოიყენეს, რამაც თამაშის ბედი გადაწყვიტა.

13 ივნისს გუნდები ისევ რომში ითამაშებენ, შემდეგ კი 2 შეხვედრა სიენაში შედგება. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონობისთვის 4 მატჩის მოგებაა საჭირო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104104