კალათბურთი

1:16 | 20.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძე იტალიის ჩემპიონია!

გიორგი ცინცაძის და მანუჩარ მარკოიშვილის შემდეგ, ვიქტორ სანიკიძე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მე-3 მოთამაშე გახდა, რომელიც საკუთარი კლუბის მაისურით ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

“ვიკამ” იტალიის ჩემპიონობას სიენას “მონტეპასკისთან” ერთად უწია, რომელმაც რეგულარული სეზონი მხოლოდ მე-5 ადგილზე დაასრულა, თუმცა, ფლეი-ოფში შეუდარებელი გახლდათ და ფინალშიც “ასეა რომას” 4:1 მოუგო.

გადამწყვეტი სერიის მე-5 მატჩი იტალიის დედაქალაქში შედგა და სიენელებმა ჩემპიონობა იქვე იზეიმეს. გასული შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში საყაიმო (33:33) გახლდათ, მე-2 ნახევარში კი სტუმრებმა გაილაღეს და 79:63 იმარჯვეს.

“მონტეპასკის” მთავარმა მწვრთნელმა ლუკა ბანკიმ, რომელიც მომავალ სეზონში უკვე მილანის “ემპორიო არმანის” დამრიგებელი იქნება, სანიკიძე მხოლოდ 4 წუთს დატვირთა და მისგან 2 ქულა და 2 მოხსნა მიიღო.

ქართველმა ფორვარდმა ერთადერთი ორქულიანი ზუსტად სტყორცნა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.

სიენელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი ბობი ბრაუნი იყო 18 ქულით, ხოლო დევიდ მოსს ორმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა – 11 ქულა, 9 მოხსნა.

“მონტეპასკიმ” იტალიის ჩემპიონობა ზედიზედ მეშვიდედ (!), სულ კი მერვედ მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128021