კალათბურთი

0:45 | 31.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძე და “უნიქსი” თითქმის გადაწყვეტილია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ სანიკიძე ყაზანის “უნიქსში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. Sportando.com-ის ცნობით, რუსულ კლუბს და ქართველ ფორვარდს შორის კონტრაქტის გაფორმებას აღარაფერი უკლია.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ვიქტორი ესპანური “სარაგოსას” ღირსებას იცავდა და საშუალოდ 14.0 ქულას, 9.5 მოხსნას და 2.0 დაფარებას აგროვებდა.

სანიკიძის საკუთარ რიგებში ხილვა სხვა ესპანურ კლუბებს – “ვალენსიას” და “უნიკახასაც” სურდათ, თუმცა, როგორც სჩანს, ყაზანელთა წინადადება ყველაზე რეალური გახლდათ.

მომავალ სეზონში “უნიქსი” ვთბ-ლიგაში უეჭველი იასპარეზებს, ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად კი საკვალიფიკაციო ბადის გავლა მართებს, სადაც ყაზანელთა პირველი მეტოქე პოლონური “ჟიელონა გორა” იქნება.

ცნობისთვის, “უნიქსი” ახალი სეზონისთვის მზადებას 10 აგვისტოს დაიწყებს, როდესაც კალათბურთელები ბაზაზე სამედიცინო შემოწმების გასავლელად შეიკრიბებიან.

შეგახსენებთ, რომ სწორედ აღნიშნულ დღეს სტარტს აიღებს 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, ეს კი, იმას ნიშნავს, რომ სანიკიძე და ყაზანელთა სხვა სანაკრებო მოთამაშეები (რუსები სოკოლოვი, ლიხოდეი და ანტიპოვი და ბერძნები – კაიმაკოღლუ და ვუიუკასი) გუნდს მოგვიანებით შეუერთდებიან.

0.113674