ფეხბურთი

13:10 | 1.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანჩესი "ბარსელონაში" რჩება

 

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ ჩილეურ გაზეთთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ კლუბის თავდამსხმელი ალექსის სანჩესი ლუის ენრიკეს გეგმებში შედის და არ გაიყიდება.

ბართომეუმ აგრეთვე განაცხადა, რომ კლუბმა სანჩესის ტრანსფერთან დაკავშირებით, "მანჩესტერის", "ლივერპულის" და პსჟ-ს რეალური შეთავაზებები მიიღო, თუმცა დაინტერესებული გუნდები უარით გაისტუმრეს.

ჩილელი ფეხბურთელით აგრეთვე დაინტერესებულია ტურინის "იუვენტუსი". როგორც ცნობილია, თავდამსხმელი იტალიაში თამაშის წინააღმდეგი არაა.

25 წლის ფეხბურთელმა პრიმერადივიზიონის გასულ სეზონში "ბარსელონას" მაისურით 34 მატჩი ჩაატარა და 19 გოლთან ერთად 12 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115439