სხვა

20:14 | 16.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამტრედია მესამე ადგილზე დაბრუნდა

ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატზე, სენაკში, მორიგი ორი მატჩი გაიმართა. ბათუმისა და ქუთაისის მატჩში 98 გოლი გავიდა. ბათუმმა 52:26 გაიმარჯვა და მტკიცედ გამაგრდა მეორე ადგილზე.

მესამე ადგილზე გადაინაცვლა სამტრედიამ, ვინც 34:22 მოუგო ჭაბუკთა ნაკრებს. სამტრედიელები ბურთების სხვაობით უსწრებენ იმედს, მაგრამ სეზონის ბოლოს მთავარი უკვე პირადი შეხვედრები იქნება და არაა გამორიცხული, ბრინჯაოს მედალოსნის ვინაობა გაირკვეს ამ ორი გუნდის ურთიერთშეხვედრაში, რომელიც დასკვნით ტურში გაიმართება, 9-12 ივნისს.

ხვალ სენაკში ტური სრულდება სამტრედიისა და ბათუმის ძალიან საინტერესო თამაშით. ყველა გუნდს 17-17 მატჩი დაუგროვდება და ყველა ადგილი ივნისში განაწილდება.

 

საქართველოს ჩემპიონატი

დასავლეთი. 15-17 აპრილი, სენაკი

16 აპრილი

ბათუმი - ქუთაისი 52:36 

ბათუმი: სამყურაშვილი 1 - ჭანტურია 10, ხუნჯუა 8, ჭელიძე 6, ჯორბენაძე 6, ი. ნარსია 5, ქავთარაძე 5, ვინოგრადსკი 4, წივწივაძე 4, ქარდავა 2, გოგიჩაიშვილი 1,წიტაიშვილი

ქუთაისი: გულეიშვილი, კუპატაძე - ჩიხლაძე 16, მათნაძე 6, ძნელაძე 5, ჯუღელი 6, ტუღუში 2, კაპანაძე 1, უ. კობახიძე, მამასახლისი, გიორგაძე, ლომიძე, ბახტურიძე,

სამტრედია - ჭაბუკთა ნაკრები 34:22 

სამტრედია: ხონელიძე, კიკნაძე - თევზაძე 11, წითელიშვილი 9, გ. ნიკურაძე 6, ზურაბიანი 4, ხაჟომია 2, ხვიჩია 1, ელგანდაშვილი 1, ჟვანია, ავალიანი, ცხვარაძე, ღაღანიძე, გაგლოშვილი

ნაკრები: ხანდოლიშვილი, დ. მამულაშვილი– ნ. მაისურაძე 3, კბილაშვილი 3, გაწერელია 3, მიქაძე 3, ე. არსენაშვილი 2, ფერაძე 2, მერკვილაძე 1, გოგავა 1, ბიბილეიშვილი 1, ბულბულაშვილი 1, დოლმაზაშვილი 1, რუსტამოვი 1

მსაჯები: ამირან კომახიძე, ვახტანგ ბერიაშვილი

მდგომარეობა (თ, მ, ფ, წ, ბ, ქ)

სტუ-------------17-17-0--0--619-405-34

ბათუმი---------16-14-0--2--659-493-28

სამტრედია-----16-10-0--6--599-523-20

იმედი-----------17-10-0--7--510-561-20

პეგასი-----------17--5-2-10--531-581-12 

თელავი---------17--3-1-13--468-544--7

ჭაბუკები--------16--2-2-12--444-551--6

ქუთაისი--------16--2-1-13--461-633—5

17 აპრილი

14:00 ქუთაისი - ჭაბუკთა ნაკრები

15:30 ბათუმი - სამტრედია

 

www.geohandball.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111312