ჭიდაობა

22:37 | 22.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამინისტროს და სეოკ-ის პოზიცია – ორი თვე არაფერი შეიცვლება

 ქართულ ჭიდაობაში არსებულ დაპირისპირებას ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭო შეისწავლის და საბოლოო დასკვნას 24 ნოემბერს დადებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართული აღმასკომის სხდომის შემდეგ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აცნობა.

“ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს დაევალა, 24 ნოემბრამდე მაქსიმალური სიზუსტით შეისწავლოს შექმნილი ვითარება, გაითვალისწინოს ყველა მნიშვნელოვანი ნიუანსი და საბოლოო გადაწყვეტილებაც მხოლოდ ამ დასკვნის საფუძველზე იქნეს მიღებული. იქამდე კი ყველას თავშეკავებისკენ მოვუწოდებ. პრეზიდენტიც და ორივე სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელიც თავიანთ მოვალეობებს ჩვეულებრივად შეასრულებენ” – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ ოფიციალური კომენტარი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმაც გააკეთა – ლევან ყიფიანმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის იდეალური გადაწყვეტილება მიიღეს და დაპირისპირებულ მხარეებს სამართლებრივ ჩარჩოში დარჩენა ურჩია.

სამეთვალყურეო საბჭოს ვეტერანი მოჭიდავე რომან რურუა ხელმძღვანელობს.

ვასილ მშვილდაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119055