ჩოგბურთი

1:01 | 8.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამი ქართველი მეოთხედფინალში

თელავში გრძელდება 10-ათასიანები ტურნირები, როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის, რომლის შედეგებითაც მეოთხედფინალში 3 ქართველი ჩოგბურთელია გასული.

ქალთა ტურნირში წარმატებას მარიამ ბოლქვაძემ მიაღწია, რომელმაც კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – უკრაინელი კატერიან ლიმარი 6:3, 6:1 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზურს მე-8 რეიტინგის მქონე ებრაელ სარაი შტერენბახს შეეცილება. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა პირველ რაუნდში თამარ ჭალაგანიძეს 6:3, 6:3 სძლია.

სამწუხაროდ, შეჯიბრს გამოეთიშა თამარ კუტუბიძე. მან მე-7 რეიტინგით მოთამაშე სლოვაკ ლენკა ვიენეროვასთან 4:6, 6:3, 5:7 წააგო.

ვაჟებში მე-6 ნომრად მიჩნეულმა ალექსანდრე მეტრეველმა კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – პოლონელ ბარტოშ ვოინარს 4:6, 6:4, 6:1 სძლია და მეოთხედფინალში ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ რუს დანიილ მედვედევს გაეჯიბრება.

მეოთხედფინალში იასპარეზებს გიორგი ცივაძეც, რომელმაც კიდევ ერთი პოლონელი პაველ ჩიასი 3:6, 7:6 (7:4), 6:2 დაამარცხა. ნახევარფინალის საგზურისთვის ცივაძე სირიელი ისამ ტაველის (მე-7) წინააღმდეგ იასპარეზებს.

წყვილებში ცივაძე და რუსი იარკოვი მე-3 რეიტინგის მქონე იტალიელებთან (მოლინა-სინიკროპი) 3:6, 0:6 დამარცხდნენ.

ამგვარად, წყვილთა შეჯიბრს ქართველთაგან მხოლოდ ნიკა დოლიძე და მიხეილ ხმიადაშვილი შემორჩნენ. ისინი მეოთხედფინალში თურქ ოზტუზუნს და ხსენებულ ტავეელს ეთამაშებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112757