კალათბურთი

16:06 | 4.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სამი “ქართული” გუნდი ერთ ჯგუფში

სანიკიძე, მარკოიშვილი და შერმადინი ერთმანეთის პირისპირ?

ბარსელონაში გამართულმა კენჭისყრამ ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაშვებული გუნდები ოთხ ჯგუფში გადაანაწილა. შეგახსენებთ, რომ ტურნირში თამაში 23 კლუბს ჰქონდა განაღდებული, კიდევ ერთი მონაწილის ვინაობა კი საკვალიფიკაციო ტურნირის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

საინტერესოა, რომ თუკი მანამდე ადგილსამყოფელი არ შეიცვალეს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების სამ კალათბურთელს ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში მოუწევს.

საუბარია C ჯგუფზე, სადაც გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსი”, ვიქტორ სანიკიძის “მონტეპასკი” და მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაი” მოხვდნენ. მათი კონკურენტები ეპანური “უნიკახა”, პოლონური “ჟიელონა გორა” და გერმანული “ბაიერნიც” იქნებიან.

ევროლიგის კიდევ ერთი “ქართული” გუნდი კიევის “ბუდიველნიკია”, რომლის რიგებშიც გიორგი ცინცაძე ირიცხება და ამ უკრაინულ გუნდში შერმადინის გადასვლაზეც არის საუბარი. “ბუდიველნიკი” A ჯგუფში ევროპული კალათბურთის აღიარებულ გრანდებს – ესპანურ “ბარსელონას”, რუსულ ცსკა-ს, თურქულ “ფენერბაჰჩეს” და სერბულ “პარტიზანს” და ფრანგულ “ნანტერს” გაეჯიბრებიან.

როგორც აღვნიშნეთ, ევროლიგის ჯგუფური ეტაპის 24-ე მონაწილის ვინაობას საკვალიფიკაციო ტურნირი გაარკვევს, რომელშიც 8 გუნდი ჩაებმება. პირველ რაუნდში იტალიური “ვარეზე” გერმანულ “ოლდენბურგს” ეთამაშება, ლიტვური “ლიეტუვას რიტასი” – ლატვიურ “რიგას”, ჩეხური “ნიმბურკი” – თურქულ “ბანვითს”, ხოლო რუსული “ხიმკი” – ბელგიურ “ოოსტენდეს”.

შეჯიბრის ფორმატი არ შეცვლილა. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ჯგუფების 4-4 მოწინავე ტოპ-16-ში გადავა, სადაც 2 რვაგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება. იმ ჯგუფებიდან ასევე 4-4 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა და სამ მოგებამდე სერიაში მილანში დაგეგმილ “ოთხთა ფინალის” საგზურისთვის იბრძოლებს. ერთადერთი სიახლე ის გახლავთ, რომ ევროლიგის პირველ ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩენილი 8 კლუბი ევროთასის გათამაშებაში გადაერთვება.

ცნობისთვის, საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრები 1-4 ოქტომბერს შედგება, ევროლიგის ძირითადი ეტაპი კი სტარტს 17 ოქტომბერს აიღებს.

 

2013-14 წლების ევროლიგა. პირველი ჯგუფური ეტაპი

A ჯგუფი: ბარსელონა (ესპანეთი), ცსკა (რუსეთი), ფენერბაჰჩე (თურქეთი), ბუდიველნიკი (უკრაინა), პარტიზანი (სერბეთი), ნანტერი (საფრანგეთი).

B ჯგუფი: რეალი (ესპანეთი), ეფესი (თურქეთი), ჟალგირისი (ლიტვა), ბამბერგი (გერმანია), მილანი (იტალია), სტარსბურგი (საფრანგეთი).

ჯგუფი: ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი), მონტეპასკი (იტალია), უნიკახა (ესპანეთი), გალათასარაი (თურქეთი), ჟიელონა გორა (პოლონეთი), ბაიერნი (გერმანია).

D ჯგუფი: პანათინაიკოსი (საბერძნეთი), მაკაბი (ისრაელი), კახა ლაბორალი (ესპანეთი), ლოკომოტივი (რუსეთი), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135531