რაგბი

14:31 | 22.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამი მეოთხედფინალს მიუახლოვდა

საფრანგეთის ნახევრად პროფესიულ მესამე ლიგის ფედერალ 1 დივიზიონში, Pro D2-ის საგზურისთვის პლიე ოფების მერვედფინალების პირველი მატჩები გაიმართა და ქართველი ლეგიონერების ხუთი გუნდიდან სამმა გამარჯვება მოიპოვა.

დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, არჩილ კობაურის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასიმ” თედო ზიბზიბაძის, გიორგი გაბელიასა და ნიკოლოზ მაღალდაძის “პერიგო” სტუმრად 34:15 დაამარცხა. მასპინძელთა შორის გაბელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 73 წუთი ითამაშა. სტუმართა შორის შეუცვლელად ითამაშეს ყუფარაძემ და სუთიაშვილმა, ხოლო დადუნაშვილი 51-ე წუთზე შეცვალეს. მე-20-ე წუთზე სუთიაშვილმა ლელო გაიტანა და ანგარიში 15:3 გახადა, ხოლო ტაიმის ბოლოს ქართველმა მესამეხაზელმა ყვითელი ბარათი მიიღო.

ნოდარ ჭეიშვილის “ნევერმა” ტარიელ დონაძის “როდეზი” სტუმრად 22:6 დაამარცხა და მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. დონაძემ შეცვლაზე 62-ე წუთიდან ითამაშა. სტუმრად “კასტანესთან” 19:16 იმარჯვა ავთო კოპალიანის “მაკონიმ”. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. მერვედფინალის განმეორებითი მატჩები 27 აპრილს გაიმართება. 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109825