ჭიდაობა

2:05 | 9.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამბოს ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ

9-15 აპრილს ესპანეთის ქალაქი კასერასი ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ქართველი სამბისტები ესპანეთში გვიან ღამით გაფრინდებიან.

ევროპირველობაზე 22 ქართველი სამბისტი გამოვა – 10-10 ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრების წევრი, ორიც გოგონა – სალომე აბაშიძე (56 კგ.) და ელენე ქებაძე (+80 კგ.), რომელმაც ახლახანს თბილისის ძიუდოს გრან პრიზე იჭიდავა და მე-4 ადგილი დაიკავა.

ჭაბუკთა ნაკრების (1996-1997 წლებში დაბადებულები) მთავარი მწვრთნელი მირიან პავლიაშვილია, ახალგაზრდულ ნაკრებს (1994-1995 წლებში დაბადებულები) ავთანდილ ცინცაძე ავარჯიშებს.

ორივე ნაკრები დასკვნით მოსამზადებელ შეკრებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე სამბოს დარბაზში გადიოდა.

ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრებები ევროპის თუ მსოფლიოს პირველობებიდან მუდამ სხვადასხვა სინჯის მედლებით ბრუნდებიან და ცხადია, ესპანეთში გასამართ ევროპირველობაზეც წარმატების იმედით მიემგზავრებიან.

 

სამბოს ჭაბუკთა ნაკრები

48 კგ. - აკაკი გიგატაძე                              

52 კგ. - ირაკლი კუპატაძე                                        

56 კგ. - დავით გეჯაძე                                  

60 კგ. - დავით წურწუმია                                          

65 კგ. - გიორგი მეტრეველი

70 კგ. - თორნიკე მახათაძე                                        

75 კგ. - კობა მჭედლიშვილი                    

81 კგ. - გიორგი ქურდიანი                                       

87 კგ. - ირაკლი გოგია                                  

+87 კგ. - ჯაბა მუმლაძე                 

მთავარი მწვრთნელი: მირიან პავლიაშვილი

 

სამბოს ახალგაზრდული ნაკრები

48 კგ. - გიორგი მელქუაშვილი              

52 კგ. - ლერი ბედინაძე                              

57 კგ. - ლერი ჭელიძე                  

62 კგ. - ლაშა პარასკებაშვილი

68 კგ. - თორნიკე ჭოველიძე                     

74 კგ. - ომარ ნიაზაშვილი                         

82 კგ. - მიხეილ მეზურნიშვილი           

90 კგ. - ზაურ მამარდაშვილი

100 კგ. - რეზო წულუკიძე                         

+100 კგ. - გიორგი ლაზუაშვილი          

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ცინცაძე

 

გოგონები

56 კგ. - სალომე აბაშიძე

+80 კგ. - ელენე ქებაძე

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111365