ფეხბურთი

0:34 | 19.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთში ტური უგოლოდ გაიხსნა

ლიგა ერთის 34-ე ტურის პირველ მატჩში, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა „სენტ ეტიენმა“ „რენს“ უმასპინძლა. კრისტოფ გალტიეს გუნდს უპირატესობა კი ჰქონდა, მაგრამ მასპინძლებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს და ზედიზედ მე-3 ფრე ითამაშეს. ეს ნიშნავს, რომ შაბათს მოგების შემთხვევაში, მე-3 ადგილზე მყოფი „ლილი“ „სენტ ეტიენთან“ სხვაობას 9 ქულამდე გაზრდის.

 

სენტ ეტიენი-რენი 0:0

სენტ ეტიენი, “ჟოფრუა გიშარი

სენტ ეტიენი (4-1-2-3): რუფიე, კლერკი, სალი, პერინი, ტრემულინა, კლემენი, ლემუანი (კოადე 72), კონე (ტაბანუ 61), ამუმა, ერდინგი, გრადელი.

მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.

რენი (4-1-2-3): კოსტილი, მორეირა, ბოიე, არმანი, მ’ბენგი (უტანჯო 33), მაკუნი (დუკურე 51), ბაკაიოკო, პაჟო, ნ’ტეპი (კადირი 78), ოლივეირა, ალესანდრინი.

მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე.

გაფრთხილებები: პაჟო 27, ბოიე 35, ალესანდრინი 84.

მსაჯი: ბენუა ბასტიენი.

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 16 (3)-5 (1), კუთხური: 11-1, თამაშგარე: 2-3, სეივი: 1-3, ჯარიმა: 9-12.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126795