თამაშგარე

11:52 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

საფოსტო მარკა იბრაჰიმოვიჩს

ბალკანური წარმოშობის შვედი ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი დიდების მწვერვალზე რომაა, ამაზე ბოლოდროინდელი ფაქტიებიც მოეტყველებს.

შვედეთის ფოსტამ, გამოსცა სპეციალური საფოსტო მარკა ზლატან იბრაჰიმოვიჩის გამოსახულებით. რა თქმა უნდა, ფეხბურთელი გოლის გატანის და მისი აღნიშვნის მომენტშია გამოსახული 2012 წლის შვედეთ - ინგლისის მატჩის დროს.

ფეხბურთის გულშემარკივრების და ზლატანის თაყვანისმცემლებისთვის ეს სასიამოვნო სიურპრიზი რომ იყო, იქიდანაც ჩანს, რომ საფოსტო მარკების მთლიანი ტირაჟი ერთ დღეში გაიყიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115251