კალათბურთი

18:52 | 18.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

საბონისის ვაჟი კარიერას აშშ-ში გააგრძელებს

ცნობილი ლიტველი კალათბურთელის, არვიდას საბონისის ვაჟი დომანტას საბონისი მომავალი 2014-15 წლების საკალათბურთო სეზონისთვის კარიერას ოკეანისგაღმა, ამერიკის შეერთებული შტატების სტუდენტურ ლიგაში გააგრძელებს.

18 წლის დომანტასი ამჟამად ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მონაწილე „უნიკახას“ ღირსებას იცავს. აღნიშნული ქვეყნის ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში დომანტასის შედეგი საშუალოდ 2.8 ქულა და 2.4 მოხსნა, ხოლო ევროლიგაზე 2.7 ქულა და 2.0 მოხსნაა.

0.12376