თითქმის გადაწყვეტილია, რომ ფრედ რუტენი “ვიტესის” მწვრთნელის პოსტს დატოვებს. მართალია, მერაბ ჟორდანიას კლუბმა სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა და 4 ტურით ადრე ჩემპიონობის შანსიც ჰქონდა, მაგრამ მაინც... ჰოლანდიური პრესის ცნობით, დიდი ალბათობით, რუტენი “ტვენტეში” წავა, სადაც წლების წინ საკმაოდ წარმატებულად მუშაობდა.
ვინ მივა რუტენის შემცველელად? ჰოლანდიურ გამოცემებში ოთხმა გვარმა გაიჟღერა: ლეგენდარული ფეხბურთელი რუუდ გულიტი, რობერტ მაასკანტი (“გრონინგენი”), პეტერ ბოში (“ჰერაკლესი”) და შოთა არველაძე (“ქასიმფაშა”).
ვნახოთ, რამდენად რეალურია შოთას “ვიტესში” წასვლა. ისე კი, მერაბ ჟორდანიასთან რომ კარგი ურთიერთობა აქვს, ეს არავისთვისაა სიახლე.









