თამაშგარე

11:34 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთში ქალი სპორსტმენების ტიტლიკანა ფოტოგადაღებების აკრძალვას ითხოვენ

რუსეთში შესაძლოა ქალ სპორტსმენებს თამამ ფოტოგადაღებებში მონაწილეობა აეკრძალოთ. ამის შესახებ, რუსი პარლამენტარების ერთმა ნაწილმა განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით სათანადო საკანონმდებლო ბაზა არ შექმნილა, რუსების ამბავი რომ ვიცით, შეიძლება მართლა მიიღონ ასეთი უცნაური გადაწყვეტილება.

ამ ინიციატივის მიზეზი ბანალური და ფსევდომორალისტურია. ჩვენს “ტკბილ” მეზობლებს სურთ, რომ სპორტსმენ ქალებს მორალური ბარიერები დაუწესონ და მიაჩნიათ, რომ სპორსტსმენი ქვეყნის სახეა და მისი მხრიდან ტიტლიკანა ტანტალი გარყვნილებაა და ამორალურია.

სხვათა შორის, მსგავსი აკრძალვები ისლამისტურ ქვეყნებში და ჩრდილოეთ კორეაში უკვე არსებობს. როგორც ჩანს, რუსეთს გეზი სწორედ აქეთკენ უჭირავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148816