ფეხბურთი

16:57 | 8.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთის 15-წლამდელთა ნაკრებში ქართველი გამოჩნდა: ნიკოლაი ყიფიანი

რუსეთისა და უკრაინის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში ბევრი ქართველი თამაშობს, ეს სიახლე არაა. აი, კიდევ ერთი: ნიკოლაი ყიფიანი რუსეთის 1997 წელს დაბადებულთა ნაკრებშია, ანუ 15-წლამდელებში. რუსული სააგენტოების ცნობით, ამ ბავშვს მხოლოდ გვარი აკავშირებს ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელთან.
ისე, ნიკოლაი ყიფიანი რუსული საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, რამდენჯერმე საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც მოუგია ასაკობრივ ტურნირებში. ბავშვი მოსკოვის “ლოკომოტივის” აკადემიაში თამაშობს.

 

ილია ნანობაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095304