თამაშგარე

10:03 | 14.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს წარსულის ლამაზმანი

 

როცა პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ცნობილ რუს მოდელთან ირინა შეიკთან იწყებდა ურთიერთობას, ის თურმე ამავე დროს სხვა გოგონას ხიბლავდა და ეს ამბავი ახლახანს გახდა ცნობილი.

პორტუგალიელი მოდელის რიან საგდენის თქმით, მან რონალდუ მაშინ გაიცნო, როცა ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "რეალში" გადადიოდა.

ერთობლივი ვახშმის შემდეგ წყვილმა ტელეფონის ნომრები გაცვალა, რის შემდეგაც რონალდუმ გოგონას თურმე უამრავი სასიყვარულო მესიჯი მისწერა. რაიანმა განაცხადა, რომ რონალდუს მესიჯებს იგნორს უკეთებდა, ხოლო შემდეგ საერთოდ შეცვალა ნომერი, თუმცა ფეხბურთელი არ დანებდა. საერთო ნაცნობების მეშვეობით, რომლებისგანაც ფეხბურთელმა ლამაზმანის ახალი ნომერი გაიგო, პორტუგალიელი კიდევ რამდენიმე თვე უგზავნიდა თამამ და ღია მესიჯებს რაიანს...

0.135697