ფეხბურთი

20:33 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ “რეალის” სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა

“რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ მადრიდული კლუბის მიერ ზაფხულში განხორციელებულ ტრანსფერებს აფასებს და აცხადებს, რომ ხელმძღვანელობაში ყოფნის შემთხვევაში, ის სხვაგვარად მოიქცეოდა.

ახლახანს დახურული სატრანსფერო ფანჯრის დროს “რეალმა” ხამეს როდრიგესი, ტონი კროოსი, კეილორ ნავასი და ხავიერ ერნანდესი დაიმატა, ხოლო ანხელ დი მარია, ჩაბი ალონსო, დიეგო ლოპესი და ალვარო მორატა გუნდიდან გაუშვა.

“ჩემი მკაფიო აზრი მაქვს, მაგრამ რასაც ვფიქრობ, ყველაფერს ვერ ვიტყვი. ასე რომ მოვიქცე, ხვალინდელი გაზეთების პირველ გვერდზე მოვხვდები და ეს არ მინდა.

ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ასე არ მოვიქცეოდი. თუმცა, თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კლუბისთვის გარკვეული ფეხბურთელების ყიდვა და გაყიდვა კარგია, მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.

ახალ ფეხბურთელებთან ერთად, გუნდის თამაშის სტილი უკეთესობისკენ, ან უარესობისკენ შეიცვლება. იმედი მაქვს, უკეთესობისკენ შეიცვლება.

დი მარია და ჩაბი ალონსო გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ ისინი წავიდნენ და ახალი მოთამაშეებით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.” – აცხადებს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117659