თამაშგარე

12:15 | 2.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ მამა გახდება?!

როდესაც პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს დარი ცნობილი პერსონა ხარ, ბუნებრივია, ყველა ჩასაფრებულია, რომ შენს ცხოვრებაში ხელი აფათუროს. მითუმეტეს, ავყია და ჭორიკანა ხალხს რა დალევს ამ ქვეყნად... ესპანური ”ყვითელი” პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელი ცნობილი მოდელის, ირინა შეიკის ცოლად მოყვანას იმიტომ ჩქარობს, რომ ქალი ფეხბურთელისგან ორი თვის ფეხმძიმეა და სწორედ ირინას ორსულობის გამო გადაწყვიტა რონალდუმ დაოჯახება.
საინტერსოა, საიდან დაადგინეს შეიკი ორი თვის ფეხმძიმეა თუ ორ კვირის, როდესაც მოდელს არც ფეხმძიმე ქალისათვის ესოდენ დამახასიათებელი მუცელი ეტყობა და არც თავად ადასტურებს ამ ფაქტს. ჯერჯერობით, არც შეიკის გაწითლებული ორსულობის ტესტი უნახავს ვინმეს, მაგრამ ეს ჭორი უკვე აიტაცა სხვადასხვა ბულვარულმა გამოცემამ და ათასგვარი ინტერპრეტაციაც გამოითქვა.
რა თქმა უნდა, მთლად ბოლომდე არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შეგვიძლია, რომ ფეხმძიმედ დარჩენილ ირინას კრიშტიანუსთან თავისი მსხვილმუშტა ბიძაშვილები არ მიუყვანია მოთხოვით: ”ჩვენი ბიძაშვილი შენ დააორსულე და ახლა ცოლად თუ არ მოიყვან, ჩვენთან გექნება საქმეო”. სიყვარულმა კი, მოგეხსენებათ, ფეხმძიმობის ვადები, სექსუალური აქტის დრო და საათი არ იცის...…

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163571