ფეხბურთი

23:46 | 18.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ “ბაიერნთან” ითამაშებს

მადრიდის “რეალის” ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ ტრავმა მოირჩინა და ის ჩემპინთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში, მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ ითამაშებს. ამ ინფორმაციას AS-ი ავრცელებს.

რონალდუმ ტრავმა “დორტმუნდთან” მეოთხედფინალში გამართულ შეხვედრაში მიიღო. მას შემდეგ, პორტუგალიელმა გუნდის 4 თამაში გამოტოვა.

მადრიდული პრესის ცნობით, 29 წლის თავდამსხმელმა ვარჯიში უკვე განაახლა და “ბაიერნთან” 23 აპრილს გასამართ მატჩს ის სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129186