ფეხბურთი

14:32 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ “ბაიერნისთვის” ემზადება

 

მადრიდის “რეალის” ტრავმირებული ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ მიუნხენის “ბაიერნთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური მატჩებისთვის აქტიურად ემზადება. AS-ის ცნობით, ხუთშაბათიდან, პორტუგალიელი ორჯერად ვარჯიშებს ატარებს და სატრენაჟორო დარბაზში ყოველდღიურად 5 საათს ატარებს.

მედიკოსები რონალდუს ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდებიან და ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. მათი თქმით, მადრიდელთა ვარსკვლავი “ბაიერნთან” ორივე მატჩს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ “რეალისა” და “ბაიერნის” პირველი ნახევარფინალური მატჩი 23 აპრილს შედგება, საპასუხო – 29 აპრილს.

0.110986