თამაშგარე

11:03 | 24.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო და პოკერი

რაც ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ლუის ნაზარიო დე ლიმა  რონალდო ფეხბურთს ჩამოშორდა და „პენსიაზე“ გავიდა, პოკერის აზარტული მოთამაშე გახდა. სულ ახლახანს, “კიჭამ“ ბარსელონაში მიმდინარე პოკერის ტურნირში მიიღო მონაწილეობა “პოკერსტარსპროს“ გუნდის შემადგენლობაში. მანამდე კი, მისი პროფესიული დებიუტი აპრილში შედგა, ლათინოამერიკული პოკერის ტურნირზე.

“პოკერსტარში“ რონალდოს ისეთი ცნობილი სპორტსმენები შეუერთდებიან, როგორებიც არიან ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი, ოლიმპიური ჩემპიონი ბალახის ჰოკეიში ფატიმა მორეირო და მოთხილამურე მარკუს ჰელნერი.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095469