თამაშგარე

21:32 | 6.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიოს ღიმილი წარსულს ბარდება

უპოპულარულეს ბრაზილიელ ფეხბურთელს, რონალდინიოს, სიბერეში მოუნდა გარეგნობაზე ზრუნვა და უფრო მეტიც – პლასტიკური ქირურგიის სპეციალისტებსაც კი მიაკითხა. როგორც ირკვევა, რონალდინიო არც მეტი, არც ნაკლები, თავისი საფირმო კბილების წყობის შეცვლას აპირებს.

რონალდინიო, რომლის ღიმილიც ლამის მონა ლიზას ღიმილივით პოპულარული იყო, გარეგნობის შეცვლის გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, როდესაც ერთ-ერთმა მეგობარმა ექიმმა აუხსნა, რომ  თანამედროვე პლასტიკური მედიცინა სრულიად უმტკივნეულოა და გართულებები იშვიათია.

რონალდინიოს მთელს დედამიწაზე მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს და ბრაზილიელი ფეხბურთელის ფანები როგორ შეხვდებიან კბილებგასწორებულ და ღიმილშეცვლილ კუმირს – ეს ჯერჯერობით უცნობია. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171838