ფეხბურთი

20:19 | 28.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო “ატლეტიკო მინეიროს” დაემშვიდობა

 

ლეგენდარული ბრაზილიელი შემტევი რონალდინიო “ატლეტიკო მინეიროს” ღირსებას აღარ დაიცავს. ამის შესახებ “მარკა” იუწყება.

34 წლის თავდამსხმელს ბელუ ორიზონტეულ კლუბთან კონტრაქტი დეკემბერში ეწურება, მაგრამ ფეხბურთელს კლუბის გამოცვლა ვადაზე ადრე სურს. ამის მიზეზი “ატლეტიკო მინეიროს” მთავარი მწვრთნელი ლევირ კულია, რომელიც თანამდებობაზე აპრილიდან დაინიშნა და მას შემდეგ, რონალდინიო მხოლოდ 3 მატჩში ათამაშა.

სად განაგრძობს კარიერას რონალდინიო, ჯერჯერობით, უცნობია.

თეგებირონალდინიო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126079