ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რომარიო დე სოუზა ფარია, მიუხედავად იმისა, რომ ორ წელიწადზე მეტია, ბრაზილიის პარლამენტის წევრია და წესით, ცხოვრებაშიც დაბრძენებული კაცი უნდა იყოს, ასაკიდან გამომდინარე, ერთობ უცნაურად იქცევა და ახალი სკანდალებით აკვირვებს მთელ მსოფლიოს.
ცოტა ხნის წინ, რომარიო თავის ცოლს, ყოფილ მოდელს, იზაბელ ბეტანკურს დაშორდა. რომარიო და იზაბელი 12 წელიწადი ცხოვრობდნენ ერთად, მაგრამ როგორც ჩანს, ბრაზილიელ ფეხბურთელს, ახალი თავგადასავლები მოენატრა და იზაბელი, მეთევზის მიერ შემთხვევით დაჭერილი უსარგებლო ჭიჭყინასავით მიაგდო.
როგორც აღმოჩნდა, რომარიოს მიერ ცოლის მიტოვების მიზეზი 21 წლის ბრაზილიელი ლამაზმანი სიბელე რიბეირო ყოფილა. სიბელემ თურმე ცოტა ხნის წინ, მეტად ორიგინალურ კონკურსში - “მის უკანალში” გაიმარჯვა და რომარიოს სწორედ ამ კონკურსის ტელევიზიორში ხილვის შემდეგ გასჩენია სიბელესთან თანაყოფის სურვილი. ისე, კარგი სანახავი კი იქნებიან ცოლის მიმტოვებელი პარლამენტის წევრი რომარიო და “მის უკანალი” ერთად...







