ყოფილი ჩოგბურთელი მიროსლავა ვავრინეცი, უკვე სამი წელია, რაც ცნობილი შვეიცარიელი ჩიგბურთელის, როჯერ ფედერერის ცოლია. მიროსლავა ამჟამად როჯერის აგენტის ფუნქციებსაც ასრულებს და ეს ყველაფერი სულაც არ უშლის ხელს შვილების გაზრდაში.
როჯერსა და მიროსლავას ტყუპი ქალიშვილი ჰყავთ. შვეიცარიელი მეჩოგნის დაძაბული სპორტული ცხოვრების მიუხედავად, ფედერერები მაინც ახერხებენ ოჯახში ხშირად ყოფნას და ეს დიდწილად მიროსლავა ვავრინეცის მოხერხებულობის დამსახურებაა.
სხვათა შორის, როჯერმა თავისი მომავალი ცოლი 12 წლის წინ, 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადის დროს გაიცნო. ამის შემდეგ, მთელი 9 წელი წყვილი ერთმანეთს ხვდებოდა და მხოლოდ 2009 წელს გადაწყვიტეს დაქორწინება. როჯერი ხშირად ამბობს ხოლმე, რომ დაქორწინების შემდეგ, მისი ცხოვრების წესიცა და დამოკიდებულებებიც მკვეთრად შეიცვალა.







