თამაშგარე

12:16 | 18.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინი “დიქტატორი“ გახდა

ინგლისური “მანჩესტერ სიტის“ იტალიელი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი, თავისი უცნაური და არაორდინალური გამონათქვამებით კვლავინდებურად აგრძელებს ბრიტანელი ჟურნალისტების გაოცებას. ეს კაცი ადრე იმას ამტკიცებდა, რომ მისთვის ფეხბურთელის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელი იყო და ჟოზე მოურინიოსგან განსხვავებით, მოთამაშეების ცხოვრებაში არასოდეს ჩაერეოდა.
ახლა კი რობერტომ თავის ძველ გამონათქვამებზე ძირეულად განსხვავებული მოსაზრება გამოთქვა. ამჯერად მანჩინიმ განაცხადა, რომ ყელში ამოუვიდა დილით ვარჯიშებზე ღამის ცხოვრებისაგან გადაღლილი ფეხბურთელების ცქერა და მომავალში თუკი “სიტის“ რომელიმე ფეხბურთელი ღამის კლუბში, ანდა სტრიპტიზ-ბარში გამოიჭირა, აუცილებლად გააგდებს გუნდიდან.
აქამდე სენიორ რობერტო საკმაოდ რბილ ადამიანად ითვლებოდა და როგორც წესი, ფეხბურთელებთან მეგობრობდა კიდეც. მაგრამ როგორც ჩანს, იტალიელს “დიქტატორი მწვრთნელის“ მანტიის მორგება აქვს გადაწყვეტილი. მანჩესტერელთა ახალგაზრდა  მწვრთნელს თუ რა გამოუვა ამ სახეცვლილებიდან, ამას სულ მალე გავიგებთ.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097976