კალათბურთი

14:23 | 9.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რიკი ჰიკმანი ევროლიგის რჩეულთა შორის

ევროლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა 2013-14 წლების სეზონის სიმბოლური ხუთეულები დაასახელა და ნომინანტთა შორის ქართული პასპორტის მქონე რიკი ჰიკმანიც მოხვდა.

პირველ ხუთეულში ადგილები სერხიო როდრიგესს, რუდი ფერნანდესს (ორივე – “რეალი”), კიტ ლენგფორდს (“მილანი”), სონი უიმსს (ცსკა) და ანტე ტომიჩს (“ბარსელონა”) ერგოთ.

მეორე ხუთეული რიკი ჰიკმანმა (“მაკაბი”), ვასილის სპანულისმა (“ოლიმპიაკოსი”), ვიკტორ ხრიაპამ (ცსკა), ნიკოლა მიროტიჩმა (“რეალი”) და სტეფან ლასმემ (“პანათინაიკოსი”) დააკომპლექტეს.

შეგახსენებთ, რომ ევროლიგის დასკვნითი ეტაპი – “ოთხთა ფინალი” 16-18 მაისს მილანში შედგება. ნახევარფინალში “მაკაბი” ცსკა-ს ეთამაშება, ხოლო “რეალი” – “ბარსელონას”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110508