ფეხბურთი

2:00 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

რეხვიაშვილი თურქეთის “ბოლუსფორში” გადავიდა

26 წლის მცველი გიორგი რეხვიაშვილი საჩხერის “ჩიხურადან” თურქეთის “ბოლუსფორში” გადავიდა. ეს კლუბი არა უმაღლესის, არამედ პირველი ლიგისაა და იქ გასულ სეზონში მეათე ადგილი დაიკავა.

რეხვიაშვილმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და გადაწყვეტილიცაა, რომ ამ კლუბში გააგრძელებს კარიერას.

გიორგიმ შესანიშნავად ითამაშა ამ ზაფხულს გამართულ ევროტურნირებზე. თურქების დაინტერესებაც სწორედ “ბურსასფორთან” მატჩების შემდეგ წამოვიდა.

0.115307