ფეხბურთი

21:13 | 26.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

რეხვიაშვილი ბოლუსფორში წარადგინეს

 

თურქულმა ბოლუსფორმა სამი ახალწვეული წარადგინა და მათ შორის, გიორგი რეხვიაშვილიც. როგორც იცით, გიორგიმ რამდენიმე დღის წინ გააფორმა კონტრაქტი თურქეთის პირველი ლიგის კლუბთან, რომელსაც მიზანად უმაღლესში გადასვლა აქვს დასახული და ერთ-ერთ ფავორიტადაც ითვლება. 

26 წლის რეხვიაშვილმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 88-ნომრიანი მაისურიც გადასცეს.

როგორც შევიტყვეთ, გიორგი რეხვიაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიცაა გამოძახებული ირლანდიასთან მატჩისთვის.

"აქ ბედნიერი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა გუნდს წინსვლაში დავეხმარო" – თქვა რეხვიაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120794