1909 წლის ინგლისის თასის ფინალური მატჩის პროგრამა ლონდონის აუქციონზე, რეკორდულ თანხად – 23,5 ათას ქირვანქად გაიყიდა. წინა რეკორდი, 2006 წელს დაფიქსირდა, როდესაც 1889 წლის ინგლისის თასის საფინალო შეხვედრის პროგრამა - 21,85 ათას გირვანქად შეიძინეს.
ხსენებული ლოტი “სოტბის” აუქციონზე ანტიკვარმა ბრემ ბადმა გამოიტანა, რომელიც სპორტული ატრიბუტიკით ვაჭრობს. მყიდველი, ბრიტანელი კოლექციონერი გამოდგა, თუმცა აუქციონის ორგანიზატორები შიშობდნენ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” პოპულარობის გამო, ლოტს უცხოელი შეიძენდა.
აქვე გეტყვით, რომ 1909 წლის ინგლისის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბრისტოლ სიტი” დაუპირისპირდნენ. ლონდონის სტადიონ - “კრისტალ პალასზე” 1:0 “წითელმა ეშმაკებმა” იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ მათთვის ეს ნაციონალური ტურნირის პირველი ფინალი იყო.







