მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ქალი, ვიკტორია აზარენკა შეყვარებულია. მისი რჩეული მსოფლიოსთვის ცნობილია თავისი ჰიტებით „„Shots”, "Party Rock Anthem" და "I’m Sexy And I Know It"". დიახ, ეს გახლავთ 37 წლის „რედფო“, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი არის შტეფან გორდი, ჯგუფი „LMFAO“-ს ვოკალი. ცოტა ხნის წინათ წყვილი ერთად იყო სამოგზაუროდ. პაპარაცებს, რა თქმა უნდა, არ გამორჩენიათ ეს ფაქტი, რის შემდეგაც, რადიო ინტერვიუში გასულ კვირას, გირდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის აღარ არის „თავისუფალი“ და 23 წლის ვიკტორია აზარენკას ხვდება.
„მე შეყვარებული ვარ, არ მაინტერესებს, ვინ იცის რა არის ეს და ვინ არა. მე მყავს რჩეული და ის, არა მარტო ჩემთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის ნომერ პირველია" - განაცხადა მომღერალმა.
რადგან საუბარია პირველზე, გასაგებია რომ ეს აზარენკას. იმიტომ რომ მეორე ყველაზე საოცარი არასდროს არ არის და მესამე ხომ საერთოდ არავის ახსოვს.
„რედფო“ ახლა მელბურნშია, აზარენკას გულშემატკივრობს ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე.







