ფეხბურთი

21:53 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალს” ხედირა 6 კვირით გამოაკლდა

მადრიდის “რეალისა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი სამი ხედირა ფეხბურთის თამაშს უახლოესი 6 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. ამის მიზეზი ბარძაყის ტრავმაა.

ხედირა გერმანიის ნაკრებს 3 სექტემბერს არგენტინის წინააღმდეგ სათამაშოდ შეუერთდა, მაგრამ მალევე ცნობილი გახდა, რომ 27 წლის შუახაზელი ტრავმირებულია. გერმანიის ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ ხედირა ნაკრებს ტრავმირებული შეურთდა, მადრიდის “რეალის” წარმომადგენლები კი ამას უარყოფენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109327