როგორც "მსოფლიო სპორტმა" სანდო წყაროდან შეიტყო, "ზესტაფონი" სერბ მწვრთნელთან მოლაპარაკებას მართავს. ჩვენი ინფორმაციით, საუბარია რატკო დოსტანიჩზე. 53 წლის დოსტანიჩი ბოლოს 2011-2012 წლებში ბერძნულ "დიაგორასს" თავკაცობდა, წლეულს კი უგუნდოდ გახლდათ და სერბულ "რადნიჩკის" თავკაცის პოსტზე განიხილებოდა.
დოსტანიჩს 18-წლიან სამწვრთნელო კარიერაში 17-ჯერ შეუცვლია კლუბი. ის ფეხბურთელობისას მცველი გახლდათ, "ცრვენა ზვეზდაში" თამაშობდა და ასევე, კარიერის დიდი ნაწილი ფრანგულ გუნდებში გაატარა. საფრანგეთში, კლუბ "მონფლუკონში" დაასრულა თამაში და იმავე
ასევე იყო სოფიის "სლავიაში", "ლევსკიში", ბელგრადის ოფკ-ში, "სრემში", "სმედერევოში", "ბეჟანიაში", ბერძნულ "ვერიაში", ჩინურ "დალიან შაიდში", მაკედონიის "ვარდარში".
დოსტანიჩი დანიშვნიდან საკმაოდ მალე, 3 თვეში წამოვიდა სოფიის "ლევსკიდან" (2009 წელს) და ასევე, 2010 წელს ცოტა ხანი იმუშავა "ცრვენა ზვეზდაში", სადაც ბრატისლავის "სლოვანთან" ევროპის ლიგაში მარცხის გამო დატოვა პოსტი.
2 ტიტული აქვს კარიერაში: "ლევსკიში" ბულგარეთის სუპერთასი და 3 წლის წინ სერბეთში ქვეყნის თასი მოიგო. ზოგადად, ექსიუგოსლავიელებს სამწვრთნელო სკოლა არ დაეწუნებათ და ვნახოთ, რა შედეგს აჩვენებს "ზესტაფონში". თუმცა, მისი დანიშვნა ბოლომდე გადაწყვეტილი არაა.
შევიტყვეთ, რომ დოსტანიჩი ზესტაფონში იყო, დაათვალიერა "დავით აბაშიძის" სტადიონი და ბაზა. და რაც შეეხება ფეხბურთელთა წასვლა-მოსვლის პროცესს, ამას უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ.






